ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი - თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ

თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, „ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა.

„ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ გამოაცხადა.

„რეგიონის მასშტაბით იმ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურას დავარტყამთ, რომლებსაც ამერიკული წილი აქვთ ან ამერიკასთან თანამშრომლობენ“, - აღნიშნა ებრაჰიმ ზოლფაღარიმ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს