ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

„საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - წერია დღის წესრიგში.

ასევე, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ