Reuters - დრონით თავდასხმის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა

Reuters - დრონით თავდასხმის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა

დრონით თავდასხმის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმის შემდეგ პორტში გემებზე ნავთობის გადაზიდვის ოპერაციების ნაწილი შეჩერდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა და ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ცდილობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.