Reuters - აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის ინიციატივები უარყო

აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის ინიციატივები უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ შუამდგლომლობისა და ქვეყნებს შორის კომუნიკაციია არხების გახსნით ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, აღინიშნება, რომ ომანმა, რომელიც აქამდეც ასრულებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონტაქტებში შუამდგომლის როლს, არაერთხელ სცადა დიალოგის ინიცირება, თუმცა თეთრ სახლში თქვეს, რომ ამ მომენტში ასეთ მოლაპარაკებებში დაინტერესებულნი არ არიან.

სააგენტოსთან საუბარში თეთრი სახლის მაღალი დონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ასეთი ინიციატივები უარყო და სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზეა ფოკუსირებული, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს თეირანის სამხედრო პოტენციალი.

,,ის ახლა ამაში დაინტერესებული არ არის, და მისიას ცვლილებების გარეშე გავაგრძელებთ. შესაძლოა დადგება დღე, მაგრამ ახლა არა,” - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

თავის მხრივ, ირანმაც უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა მანამ, სანამ აშშ და ისრაელი სავიაციო დარტყმებს არ შეწყვეტენ.

ორი ირანი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებსაც Reuters ეყრდნობა, თეირანი უარს ამბობს დაზავების თაობაზე შეთანხმებებზე მანამ, სანამ მისი პირობები არ შესრულდება, კერძოდ კი თავდასხმების შეწყვეტა და კომპენსაცია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა