ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით ხუთჯერ შეუტია - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ყველა რაკეტა მოიგერიეს

ირანმა ისრაელს ღამის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით ხუთჯერ შეუტია, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ყველა რაკეტა მოიგერიეს.
თავდასხმის გამო სირენების ხმა ისმოდა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში და დასავლეთ სანაპიროზე.

























