ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა თეირანს Shahed-ები და სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომელიც ირანმა ამერიკული ბაზების და მეზობლების წინააღმდეგ გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.

„ისინი იყენებენ ირანის ლიცენზიებს. თქვენ იცით, რომ მათ დაამზადეს მრავალი დრონი და გადასცეს მათ. მე მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზების და ახლო აღმოსავლეთში მისი მეზობლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ირანული დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს.

„და მეორეც, ჩემმა დაზვერვამ მითხრა, ისინი თვლიან, რომ რუსეთი უზიარებს სადაზვერვო მონაცემებს ირანის რეჟიმს. ისინი ეხმარებიან მათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა