მედია - სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონებისა და რაკეტების მოგერიების შესახებ.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, დრონების წარმატებული მოგერიების შედეგი იყო.

დრონების მოგერიების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც. კერძოდ, ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი მოიგერიეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ