დონალდ ტრამპი - ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა.

ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება.

„შეიძლება კიდევ რამდენჯერმე დავარტყათ უბრალოდ გასართობად“,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თეირანი, როგორც ჩანს, მზად არის კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმების დასადებად, თუმცა, „პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმაზე, ნავთობის გლობალური ფასების ზრდის ფონზე და უარყო ამერიკელების შეშფოთება გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

Reuters-ი წერს, რომ ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რადგან ომმა ნავთობის მიწოდების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია, რამაც ბაზრებზე ზეგავლენა მოახდინა.

„მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებენ, ამ გასასვლელზე უნდა იზრუნონ და ჩვენ ძალიან დავეხმარებით! აშშ ასევე კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს, რათა ყველაფერი სწრაფად, შეუფერხებლად და კარგად წარიმართოს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მის ენერგეტიკულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს.

"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" დღეს განაცხადა, რომ მათ ისრაელში არსებულ სამიზნეებსა და რეგიონში მდებარე სამ ამერიკულ ბაზას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა