ბაჰრეინის განცხადებით, ასობით ირანული რაკეტა და დრონი მოიგერიეს

ბაჰრეინის განცხადებით, ასობით ირანული რაკეტა და დრონი მოიგერიეს

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ მისმა საჰაერო თავდაცვამ 125 რაკეტა და 211 დრონი მოიგერია, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბაჰრეინი, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განლაგებული, ირანის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. ირანის დარტყმებმა დააზიანა პორტები, სასტუმრო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და წყლის გამტკნარების ქარხანა.

ბაჰრეინი აშშ-ში წარმოებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეყრდნობა. თავდასხმებს ქვეყანაში სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.