ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - ისრაელი ირანის წინააღმდეგ კამპანიას მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში გააგრძელებს - არ ვმუშაობთ წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის მინიმუმ სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ.

„წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, გეგმებით, სულ მცირე, ებრაული დღესასწაულის, პასექის ჩათვლით, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უფრო ღრმა გეგმები გვაქვს სამი კვირის შემდეგაც კი“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.

„არ ვმუშაობთ წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის სერიოზულად დასუსტებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ