აბას არაღჩი - ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა - არ შემიძლია კონკრეტული ქვეყნის ხსენება, მაგრამ მოგვმართა არაერთმა

ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა და რამდენიმე მათგანმა უკვე მოგვმართა. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკეთა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს უფლება დართოს გემებს გაიარონ ჰორმუზის სრუტეში, არაღჩიმ უპასუხა:

„ჩვენ ღია ვართ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენთან საუბარი მათი გემების უსაფრთხო გავლის შესახებ.

მე არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ხსენება, მაგრამ ჩვენ მოგვმართა არაერთმა ქვეყანამ, რომელთაც სურთ თავიანთი გემებისთვის უსაფრთხო გასასვლელი“, - განაცხადა არაღჩიმ CBS News-თან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ირანის სამხედროების გადასაწყვეტია.

„ეს ჩვენი სამხედროების გადასაწყვეტია და მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გემების ჯგუფს უსაფრთხოდ გავლის უფლება მისცენ, ამიტომ ჩვენ მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - დასძინა არაღჩიმ.

გარდა ამისა, ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი ამჟამად არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ან მოლაპარაკებებს აშშ-სთან მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა პირობა დადო, რომ მზად არიან დაიცვან თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს