დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა, სიფრთხილის მიზნით, ფრენები დროებით შეაჩერა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დუბაის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებით, ეს არის სიფრთხილის ზომა ყველა მგზავრისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მგზავრებს ურჩევენ, ფრენებთან დაკავშირებული სიახლეების მისაღებად ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.

მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე რეაგირებდნენ მას შემდეგ, რაც დრონთან დაკავშირებულმა ინციდენტმა საწვავის ავზი დააზიანა.

თებერვლის ბოლოს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული იყო საერთაშორისო მგზავრებისთვის. აეროპორტი 2025 წელს თითქმის 90 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ