წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა

„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პოლ თომას ანდერსონის ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ გაიმარჯვა.

ფილმმა „ოსკარი“, საერთო ჯამში, 6 ნომინაციაში მოიპოვა. წლის საუკეთესო რეჟისორად, ამავე ფილისთვის, პოლ თომას ანდერსონი დასახელდა.

„ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მაიკლ ჯორდანმა მოიპოვა ფილმში „ცოდვილები“ შესრულებული როლისთვის. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად კი ჯესი ბაკლი დასახელდა ფილმისთვის „ჰამნეტი“. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვეს ფილმებმა : „მომღერლები“ და „ორი ადამიანი, რომელიც ნერწყვს ცვლის“.

„ოსკარი“ საუკეთესო ქასთინგისთვის კასანდრა კულუკუნდისს გადაეცა ფილმისთვის : „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“. საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში კი ფილმმა „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ გაიმარჯვა. „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის შვედმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა მოიპოვა ფილმისთვის „ცოდვილები.“

საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი გახდა ნორვეგიული ფილმი „სენტიმენტალური ღირებულება“.

„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ის სცენაზე კონან ო’ბრაიენმა უმასპინძლა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება