რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამა?

თანამედროვე მსოფლიოში წამყვან სპეციალობებს შორის სამართალმცოდნეობა წლებია, მოწინავე პოზიციას იკავებს. სერვისების განვითარების პარალელურად, მზარდია მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე, რომლებიც კერძო თუ საჯარო ორგანიზაციების წარმატებულ ოპერირებას განაპირობებენ.

სამართალი რეგულირებადი პროფესიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ კურსდამთავრებულს პროფესიაში შესასვლელად (რათა გახდეს ადვოკატი, პროკურორი, ნოტარიუსი, მოსამართლე), ევალება ე.წ. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება.

სამართალმცოდნეობა მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობებს იძლევა - სპეციალისტს საშუალება აქვს, ჩააბაროს სახელმწიფოს მიერ დადგენილი გამოცდები ან საქმიანობა გააგრძელოს მენეჯმენტის მიმართულებით, რის მყარ საფუძველსაც მას ადგილობრივი თუ საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა აძლევს.

რას მოიცავს სამართლის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა და რას სწავლობს სტუდენტი?

სამართლის საბაკალავრო პროგრამა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში. პროგრამა სტუდენტს აძლევს თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს და მოიცავს ტექნოლოგიურ საკითხებსაც, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სამართლის სფეროშიც ეტაპობრივად ინერგება.

სეუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები:

  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის მეთოდები;
  • მუდმივად განახლებადი არჩევითი სასწავლო კურსები;
  • კვალიფიციური ლექტორები, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის იმიტირებული სასამართლო დარბაზი;
  • იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტები იღებენ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • საზაფხულო სკოლების მრავალფეროვნება;
  • უნიკალური, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო კურსები;
  • ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები;
  • გაცვლითი პროგრამები;
  • უცხო ენების გაძლიერებული სწავლება;
  • ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა.

უნარები, რომელსაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ შეიძენთ:

კურსდამთავრებულს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამოუმუშავდება პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარები. კერძოდ, იგი შეძლებს სამართლის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის გზების შემუშავებას, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, სამართლის ნორმების ანალიზს და გამოყენებას იურიდიული მოქმედებების განხორციელების მიზნით, სამართლის სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის გზების განვითარებას, დასაბუთებულ დასკვნების ჩამოყალიბებას, დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, სამართლის წყაროების, საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, სამეცნიერო სიახლეების მოძიებას, სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერითი ფორმით, მშობლიურ ან/და უცხო ენაზე მსჯელობას.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა სეუ-ში საშუალებას მოგცემთ, მიღებული ცოდნითა და უნარებით დასაქმდეთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოში, სამართალდამცველ ორგანოებში, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში; კომპანიებში ან თავად გახდეთ ანტრეპრენერი.

რაც შეეხება დასაქმების პოზიციებს, სამართლის ბაკალავრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც პროკურორმა, ადვოკატმა, გამომძიებელმა, მოსამართლის თანაშემწემ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), სასამართლო სხდომის მდივანმა; იყოს ნოტარიუსი, ნოტარიუსის თანაშემწე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით). მას, ასევე, შეუძლია განახორციელოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

კარიერული შესაძლებლობები ამით არ სრულდება, მიღებული ცოდნით წარმატების მიღწევა შესაძლებელია მომიჯნავე სფეროებში, მენეჯმენტსა და მეწარმეობაშიც. სწორედ ამიტომ არის სამართალმცოდნეობა მნიშვნელოვანი ბაზისი კარიერული არჩევანის გაკეთებისას.

(R)

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის