რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ