დუბაის აეროპორტში ავიარეისების განახლება დაიწყო

დუბაის აეროპორტში ავიარეისების განახლება დაიწყო

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების აღდგენა თანდათან მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დღეს, დრონით თავდასხმის შედეგად გამოწვეული საწვავის ავზის ხანძრის გამო, ფრენები დროებით შეაჩერეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს მესამე შეტევაა დუბაის აეროპორტზე მას შემდეგ, რაც ირანმა 28 თებერვალს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები დაიწყო.

თეირანის მტკიცებით, დარტყმები რეგიონში აშშ-ის ყოფნის წინააღმდეგაა მიმართული.

Reuters-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განთავსებული, ირანი რაკეტებსა და დრონებს ისეთი სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იყენებს, როგორიცაა აეროპორტები, სასტუმროები და პორტები.