„კარფურის“ გენერალური დირექტორი - საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას - ამის შესახებ „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3%-იანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.

„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.

საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.

„ყველაზე დიდი ტვირთია „რითეილერისთვის“, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით. ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა. ამიტომ ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი აქვს „რითეილს“, რომ საქონლის რეალიზაცია და თაროდან გაყიდვა მოხდეს“, - აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა