მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე - „როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება - ვის მიმართოს და რა ფორმით“, სადაც მონაწილეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებზე იმსჯელეს და პროცესში შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლი მიმოიხილეს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ