პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სასაუბრო „ლელოსთან“. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას - ჰააგის ტრიბუნალამდე, იმოკლებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, „ლელო“ პრინციპულად გააგრძელებს წინააღმდეგობასა და ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“.
„პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სასაუბრო „ლელოსთან“. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას - ჰააგის ტრიბუნალამდე, იმოკლებს. „ლელოს“ განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა კრიზისში. კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს წინააღმდეგობას. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე მიატოვა. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები. „ლელო“ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პრინციპულად დიაცავს საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ინტერესს“, - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია“.