მარგუს ცაჰკნა - ყველა დონეზე ვუჭერდით მხარს, ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება, ახლა ამაზე აღარც კი ვსაუბრობთ

ესტონელებს ყოველთვის ღრმად აშფოთებდა ქართველი ხალხის მომავალი. ასევე ყველა სხვადასხვა დონეზე ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს, რისი მიღებაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც კი აღარ მიმდინარეობს.

„ახლა ამაზე არც კი ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე. ამიტომ, ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმით, რაც საქართველოში ხდება“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ