ბაიბა ბრაჟე - ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით

საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, „ევროსკოპის“ კითხვაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აფერხებს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს ვალდებულებებს ევროპის მიმართ, იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს“.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია