გარემოს ეროვნული სააგენტო 17 -19 მარტს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 17 მარტს ზოგან მოთოვს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 17 მარტს ზოგან მოთოვს, ხოლო 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში