ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

ვიყავი რა გასულ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე, არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი მოვლენებს, არამედ ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში და მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადე ქართველ ხალხს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ევროკავშირმაც სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში