პიტერ სიიარტო - სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია იგებს არჩევნებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია - საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას!

აბსოლუტურად ვგმობთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. სიგიჟეა, რომ თუ პატრიოტული პარტია იგებს არჩევნებს, ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„სულელებად ნუ ჩაგვთვლიან, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ: თუ პატრიოტები იგებენ არჩევნებს, ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, თუ არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, ამბობენ, რომ დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ცხადია. ჩვენ ვართ ქართველების მხარეს, მოუთმენლად ველით ძვირფასი პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში, CPAC-ზე. საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას“, - აღნიშნა სიიარტომ.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სიიარტომ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურთ, მათი ქვეყანა წავიდეს.

„საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურთ, მათი ქვეყანა წავიდეს. რაც შეეხება აქციებს, ფაქტია, რომ აქციები ტარდება და ეს დემოკრატიის ნაწილია. რადგან აქციები იმართეა, ნიშნავს, რომ იქ დემოკრატიაა“, - აღნიშნა სიიარტომ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა