კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და WTO-ს ტექნიკური მხარდაჭერით, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, WTO-ის ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასტუმრო „ბილტმორში“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების სისტემით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მთავარმა მომხსენებელმა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დეპარტამენტის (Rules Division) წარმომადგენელმა ექსპერტმა მაქსიმ შმელევმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ვაჭრობაში დაცვითი ზომების საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და ანტიდემპინგური ღონისძიებების გამოყენების გლობალური ტენდენციები გააცნო. საუბარი შეეხო ანტიდემპინგური შესწავლის ეტაპებს, პროცესში ჩართული მხარეების როლსა და უფლებებს, ასევე შესწავლის ორგანოს ვალდებულებებს. ცალკე სესია დაეთმო შესწავლის დაწყების პროცედურებს, ადგილობრივი ინდუსტრიის განცხადების მოთხოვნებსა და მტკიცებულებების საკმარისობის კრიტერიუმებს.

2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, ასევე, იმსჯელებენ დემპინგის დადგენის ნაწილში ნორმალური ღირებულების განსაზღვრის მიდგომებსა და ფასების სამართლიანი შედარების პრინციპებზე. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენების საფუძვლებს. მიმოიხილავენ დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფის დაწესების პრინციპებსა და ანტიდემპინგური ღონისძიებების გადახედვის (განმეორებითი შესწავლის) წარმოების პროცედურებს.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართული 2-დღიანი ღონისძიების მიზანი საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაა - WTO-ს ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების სამართლებრივი და მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიმართულებით. შეხვედრები შესწავლის ორგანოსა და სხვა შესაბამისი საჯარო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა