არჩილ მელიქაძე - პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან, ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ ჯაჭვში 5%-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა

პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან, ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ ჯაჭვში 5%-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა.

არჩილ მელიქაძემ „ლაქტალისის“ მაგალითზე, რომელიც კარაქ „პრეზიდენტის“ ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, განაცხადა, რომ მათი მოგება 5%-ს 10-ჯერ აღემატება და ის 5%, რომელზეც ისინი საუბრობენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რაც ჩანს ისაა.

მისივე თქმით, ფასების გაიაფების რესურსი არსებობს და ის ალტერნატიული ბრენდების ბაზარზე შემოტანაში მდგომარეობს.

„პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ ჯაჭვში 5%-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა, ეს ჯაჭვი ერთმანეთში როგორ გადაინაწილებს ამ მოგებას და სად რა მოგებას აჩვენებს, ეს ძნელი სათქმელია. რეალურად ჩვენ წელს კარაქ „პრეზიდენტში“ 2 თვის განმავლობაში ფული დავკარგეთ, იმას თუ 5% ჰქონდა ჩვენ გვქონდა მინუსი. ეს არის რეალობა და ეს შეიძლება გადამოწმდეს ჩვენი დეტალური ინფორმაციით. ამიტომ რესურსი ფასის გაიაფების არის და ეს არის ალტერნატივების გაჩენა ამ ბრენდების, რომლებიც მონოპოლიურად მოქმედებენ და ხელოვნურად აძვირებენ ფასს“, - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ