შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

დღეს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სხდომა პაპუაშვილის მოსმენით დაიწყება.

რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის წარდგენა, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში ხდება, თუმცა მოსმენა გადაიდო.

პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე პაპუაშვილის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრებს მასთან კითხვების დასმისა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს