ირანის საგარეო მინისტრი - ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და მათი მოკავშირეებისთვისაა დაკეტილი - ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ მტრებმა აღარასდროს გაიფიქრონ აგრესიის გამეორება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, ისრაელის და მათი მოკავშირეების გემებისთვისაა გადაკეტილი.

„ჩვენი პერსპექტივიდან ის ღიაა. ის დახურულია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის, მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უსამართლო აგრესია განახორციელა და მათი მოკავშირეებისთვის“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქით, ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ირანის მოწინააღმდეგეებმა თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება აღარასდროს მოისურვონ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ამჯერად ეს ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ჩვენმა მტრებმა აღარასდროს გაიფიქრონ ამ თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება. ვფიქრობ, მათ უკვე კარგი გაკვეთილი ისწავლეს და გააცნობიერეს, როგორ ერთან აქვთ საქმე, ისეთთან, რომელსაც არ ყოყმანობს თავის დაცვაში და მზადაა გააგრძელოს ომი სადაც არ უნდა იყოს”, - აღნიშნა არაღჩიმ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ