კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე, მაგრამ ეს მარტივი ამოცანა არ არის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კოლექტიურ გეგმაზე, რათა ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა (ნავთობის) ბაზარზე. ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამიტომ, ვმუშაობთ ჩვენს ყველა მოკავშირესთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი კოლექტიური გეგმა, რომელიც შეძლებს რეგიონში ნაოსნობის თავისუფლების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას“, - განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„პირველ რიგში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას რეგიონში. მეორე, საკუთარი თავისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად საჭირო ზომების მიღებისას, უფრო ფართომასშტაბიან ომში არ ჩავერთვებით. და მესამე, გავაგრძელებთ მუშაობას კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტის მისაღწევად, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აღადგენს და შეაჩერებს საფრთხეს, რომელსაც ირანი თავის მეზობლებისთვის ქმნის“, - აღნიშნა სტარმერმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს