ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, პარლამენტში ინიცირებულია

პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ბავშვები, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ.

მათთვის “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში საგამონაკლისო ნორმა იწერება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება შეეძლებათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ამასთან, როგორც ცნობილია 2026 წლის 5 თებერვლიდან ძალაშია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც სკოლებში სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ