ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს, მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგანაც - ვაკვირდებით შესრულებას

პორტი იდენტიფიცირებული იყო „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან მისი ურთიერთობის და შეშფოთების გამო, რომ, რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი ფლოტის გემების პორტში ვიზიტით, ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ჩვენი სანქციების დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა სიობჰან მაკგარიმ ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა ქმედება, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევდა.

„ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა საქმიანობა, რაც ევროკავშირის შეშფოთების საგანი იყო. შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ არცერთ ჩრდილოვან ფლოტის ტანკერს არ მიეცემა უფლება პორტში შევიდეს. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიისგან, რომელიც პორტს მართავს. ამიტომ, როგორც ყველა სანქციის და შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევაში, ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით დამატებითი ზომების მიღებას, თუ დავინახავთ, რომ აქტორები აქტიურად ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რომ ეს პრაქტიკაშიც მოხდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა