ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - ესპანეთი ჰორმუზის სრუტეში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს - ომი ახლავე უნდა დასრულდეს

ესპანეთი ჰორმუზის სრუტეში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.

„ესპანეთი რაიმე სახის დროებით ზომას არასდროს დათანხმდება, რადგან მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს და ის ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მარგარიტა რობლესმა.

დონალდ ტრამპის განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე ალბარესიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირის პოზიცია ის უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს“.

„ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ალბარესმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ