ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შონ, შენი წყალობით, ვიცით, რას ნიშნავს უკრაინის ნამდვილი მეგობარი. შენ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით ხარ. ეს დღესაც სიმართლეა და ვიცით, რომ შენ კვლავ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით იქნები“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ცნობისთვის, ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა დღეს დილით გამართულ „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმში „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა. მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია გამოტოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ