დონალდ ტრამპი - ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი - მოჯთაბა ხამენეი არ ვიცით, მკვდარია თუ არა, ის არავის უნახავს, ეს უცნაურია

არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი. არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან არის დასახიჩრებული. ამბობენ, რომ ფეხი დაკარგა და ძალიან არის დაშავებული. ზოგიერთი ამბობს, რომ მკვდარია. არავინ ამბობს იმას, რომ ის 100%-ით ჯანმრთელად არის. არ ვიცით, მკვდარია თუ არა. ის არავის უნახავს. ეს უცნაურია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია