მედია - „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ექვსი ადამიანი დაშავდა

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ექვსი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარი გაჩნდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ