Axios - აშშ-სა და ირანს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა

აშშ-სა და ირანს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხი ხელახლა გააქტიურდა.

გამოცემა წერს, რომ არაღჩიმ უიტკოფს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აქცენტი ომის დასრულების საკითხზე კეთდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი შეტყობინება გაცვალეს უიტკოფმა და არაღჩიმ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ეს მხარეებს შორის პირველი საჯაროდ ცნობილი კომუნიკაციაა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ