პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.

სარჯველაძის თქმით, ექიმების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ პატრიარქის უსაფრთხოება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი ნორმაში იყოს.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება.

რა თქმა უნდა, ასაკის და ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, „იმედთან“.

კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც.

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს