ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მხრიდან მუქარაზე - ჩვენ არაფრის არ გვეშინია

უკრაინას ირანის მხრიდან მუქარის არ ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ i24news-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მრავალი ასეთი შეტყობინება მოუსმენია.

„ახალი არაფერია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა შეტყობინება მოვისმინე. ჩვენ ასეთი შეტყობინებების არ გვეშინია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სულ მცირე ოთხი, მაგრამ ძირითადად 12 წელია, ყოველდღიურად ვცხოვრობთ ასეთ ცნობებთან ერთად. ასე რომ, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი ირანს დრონების მიწოდებით ეხმარება, რადგან ახლო აღმოსავლეთში ჩამოგდებულ „შაჰედში“ რუსული კომპონენტები იპოვეს.

„დიახ, დარწმუნებული ვარ. ვნახეთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში განადგურებული ერთ-ერთი „შაჰედის“ რამდენიმე კომპონენტი. ეს რუსული კომპონენტები იყო. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ირანელებს ისინი არ უწარმოებიათ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ რუსებიც ეხმარებიან მათ, ისევე როგორც ირანელები დაეხმარნენ მათ ომის დასაწყისშივე, როდესაც „შაჰედები“ მიაწოდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ისრაელისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის დრონებით, უკრაინის მთელ ტერიტორიას თეირანის სარაკეტო დარტყმების „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის