რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 206 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიაზე 206 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაში (მოსკოვის დროით 16 მარტის საღამოს 20:00 საათიდან 17 მარტის დილის 7:00 საათამდე) საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 206 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი, 62 დრონი, ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. 43 დრონი განეიტრალდა მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის 40 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვისკენ მიემართებოდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში