კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი - პატრიარქს სისხლდენის შეჩერებისთვის ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა - იმყოფება ინტუბირებულ მდგომარეობაში

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება.

პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაში. პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა",- განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს