კლინიკაში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალი დაჭრილი არ არის, მას სავარაუდოდ, „მინის შედეგად აქვს დაზიანება მიღებული“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სპეცოპერაციის დროს დაშავებულ 68 წლის ქალს პირველადი დახმარება ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ გაუწიეს და მან კლინიკა უკვე დატოვა. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქალს ფეხის არეში სავარაუდოდ, მინის შედეგად ჰქონდა დაზიანება მიღებული.

„ქალბატონი დღეს დილით შემოიყვანეს. დაჭრილი არ არის. გადაუდებელ სამსახურში ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, სავარაუდოდ, მინის შედეგად აქვს ნაკაწრები მიღებული. დღეს დილით შემოიყვანეს და ამ დროისათვის, კლინიკაში არ იმყოფება“, - აცხადებენ კლინიკა ბაუში.

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.

ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.

გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში