კავკასიის მედიცინის ცენტრში კახა კალაძე მივიდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

ასევე, ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე გაეცნო მიხეილ ყაველაშვილი და კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე. ასევე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს