სოფიო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს - ნუ თავმდაბლობთ, ერთი კანონი მითხარით, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახა - რადგან ბუნდესტაგს ეტოლებით, კარგი იქნება თუ დაეტოლებით გერმანელი პენსიონერის პენსიას, გერმანიის მოქალაქის  ხელფასს

არ ვიცი, რატომ მოიყვანეთ ბუნდესტაგის მაგალითი. რადგან ბუნდესტაგს ეტოლებით, კარგი იქნება თუ დაეტოლებით გერმანელი პენსიონერის პენსიას, გერმანელი მოქალაქის ხელფასს. კარგი იქნება თუ აქ დავეტოლებით და ვაჯობებთ. იმიტომ, რომ კეთილდღეობა და ეკონომიკა თუ იზრდება, ის მოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

სოფიო ხორგუანმა პარლამენტის სპიკერს ერთი კანონის დასახელება სთხოვა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა.

„პატივისცემას დამსახურება სჭირდება, ბატონო შალვა, არა წნეხითა და შეურაცხყოფით. ჩვენი შეურაცხყოფით დაიწყეთ თქვენი გამოსვლა დღეს. პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ პასუხისმგებლობით, ღირებულებების დაცვით. არ ვიცი, რატომ მოიყვანეთ ბუნდესტაგის მაგალითი. რადგან ბუნდესტაგს ეტოლებით, კარგი იქნება თუ დაეტოლებით გერმანელი პენსიონერის პენსიას, გერმანელი მოქალაქის ხელფასს. კარგი იქნება თუ აქ დავეტოლებით და ვაჯობებთ. იმიტომ, რომ კეთილდღეობა და ეკონომიკა თუ იზრდება, ის მოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს. ნუ თავმდაბლობთ, ერთი კანონი მითხარით, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა,“ - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ყველა კანონი ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ყველა კანონი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და მათ განვითარებას“.

ცნობისთვის, პაპუაშვილმა პარლამენტის ღიაობაზე საუბრისას გერმანიის ბუნდესტაგის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით იქ საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეებს მონაწილეობის მიღების საშუალება არ აქვთ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს