ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

28 მარტს, 13:00 საათზე სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება. ინიციატივის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი ჩაატარებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში