შალვა პაპუაშვილი - სამართლის უზენაესობა არის მთავარი, რაც განაპირობებს მშვიდობას, ვინაიდან, არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!

თქვენ საუბრობთ სამოქალაქო მშვიდობაზე ან სიმშვიდეზე, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ღირებულება, თუმცა ეს არ მიიღწევა კანონზე, დანაშაულზე, კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვით- სამართლის უზენაესობა არის მთავარი, რაც განაპირობებს მშვიდობას, ვინაიდან, არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს და არა პირიქით.

„რაც შეეხება თქვენი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა დამნაშავეების გამოშვებას, შეწყალებას, თუ სხვა ფორმებს, რომლებზეც თქვენ საუბრობდით - არ ვიცი, ახლა, ეს გიორგი გახარიას მხრიდან მიტევების აქტი იყო, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს კანონის აღსრულებაზე და ნიკა მელია დაკავებაზე, ალბათ, მაშინაც ასე უხსნიდა მას ის კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რომ „მიუტევე“, „მნიშვნელოვანია სამოქალაქო მშვიდობა“ და ა.შ. აი, რა მოგვიტანა ასეთმა მიდგომებმა, როდესაც სხვების კარნახით ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან კარგად ვნახეთ.

თქვენ საუბრობთ სამოქალაქო მშვიდობაზე ან სიმშვიდეზე, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ღირებულება და ფასეულობა, თუმცა ეს არ მიიღწევა კანონზე თვალის დახუჭვით, დანაშაულზე თვალის დახუჭვით, კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვით. პირიქით, სამოქალაქო მშვიდობას უზრუნველყოფს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ერთობლივად შექმნილია. სამოქალაქო მშვიდობას უზრუნველყოფს კონსტიტუციის მიმართ მორჩილება, კანონების მიმართ მორჩილება და არა პირიქით. სამართლის უზენაესობა არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ საზოგადოებაში არსებობდეს სამოქალაქო მშვიდობა. ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს და არა, პირიქით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, როდესაც უმცირესობა ცდილობს თავს მოახვიოს უმრავლესობას, მათ შორის კანონის დარღვევით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს