შალვა პაპუაშვილი გიორგი შარაშიძეს - როცა ევროკომისარი იტყვის, რომ „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმა“, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი - მოგიწოდებთ თქვენც, თუნდაც ამ ვერბალურ დისკუსიაში, აპრიორი ნუ დგებით სხვების მხარეს, თქვენი ქვეყნის მხარეს დადექით

ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, თუნდაც რიტორიკული კამათისას, სადაც ჩვენ ვართ ინიციატორები. ყოველ ჯერზე, ეს არის პასუხი - როდესაც გამოვა ევროკომისარი და იტყვის, რომ „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმა“, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი - მოგიწოდებთ თქვენც [ოპოზიციას] თუნდაც ამ ვერბალურ დისკუსიაში, აპრიორი ნუ დგებით სხვების მხარეს, თქვენი ქვეყნის მხარეს დადექით, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებას რიტორიკას იმიტომ უწუნებენ, რომ „გაგვაჩუმონ“.

„ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი რასაც ვაკეთებთ, ვიცავთ თავს. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, თუნდაც რიტორიკული კამათისას, შეპასუხებისა თუ ა.შ, სადაც ჩვენ ვართ ინიციატორები. ყოველ ჯერზე, ეს არის პასუხი. რა თქმა უნდა, როდესაც გამოვა ევროკომისარი და იტყვის, რომ „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმა“, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი. როდესაც გამოვლენ, დაგვაბრალებენ ყველაფერს, რაც დასაბრალებელია, ამას მოჰყვება პასუხი. ამას უნდა შეეგუონ უპირველეს ყოვლისა სხვები. მეორე, მოგიწოდებთ თქვენ, თუნდაც ამ ვერბალურ დისკუსიაში, აპრიორი ნუ დგებით სხვების მხარეს. თქვენი ქვეყნის მხარეს დადექით.

მოგწონთ როდესაც ევროკომისარი, რომლის წარსულის მიმართაც არსებობს კითხვები, მის სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ, მათგან მოისმინოთ სიტყვები, რომ „გაიმარჯვა რუსეთმა“? მოისმინოთ სხვადასხვა ბრალდებები, არც მინდა გავიხსენო. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც ჩვენ ვიყავით ინიციატორები, თუნდაც ვერბალური, სხვადასხვა ეპითეტების გაცვლისა.

რაც შეეხება თავდაცვას, დიახაც, ამიტომ არის, რიტორიკას როცა გვიწუნებენ. 100 წლის წინანდელი ერთ-ერთი გამოთქმისა არ იყოს „რომ გვიწუნებენ ენას“. ამიტომაც გვიწუნებენ. სინამდვილეში უნდათ, რომ გაგვაჩუმონ. თორემ რა პრობლემაა, მოითმინონ, აიტანონ. ყველანაირი კამათი და რიტორიკა მისაღებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ. ეს დრო დამთავრდა, ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ.

რაც შეეხება ურთიერთობებს, რა გავაკეთეთ [დასავლეთთან მიმართებით]. რა გითხრათ, თუნდაც ჩემს შემთხვევაში, 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე ვიზიტი იყო ბრიუსელში, პირველი ლონდონში. ბევრი ვიზიტი მივუძღვენი მაშინ, მათ შორის, კანდიდატის საკითხს და ა.შ. სადაც პარტნიორებს ვხვდებოდით. იცით რა იყო მაშინ მთავარი საკითხი? - „რატომ არისა მელია დაკავებული?“ სააკაშვილზე რაღაც იყო.. ეს იყო. სად გაქრა ეს საკითხები? მაშინ ეს იყო საბაბი, რომ ჩვენთვის ბრალი დაედოთ არადემოკრატიულობაში თუ პოლიტიკურ დევნაში. ხომ გავიდა დრო, ხომ თქვა სტრასბურგმა, რომ მტყუანები იყვნენ და ტყუილად ესხმოდნენ თქვენს ქვეყანას თავს. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებაზე თავდასხმა, მთლიანად ქვეყნისთვის ჩირქის მოსხმაა. შემდეგ ამას იგებს სხვა. სხვა ადამიანმა საზღვარგარეთ არ იცის ის პერიპეტიები, რომელიც ქვეყანაშია. თქვენს ქვეყანას სცხებენ ჩირქს და საბაბად ხან ერთია, ხან მეორე. საბაბი არ გამოილევა იმიტომ, რომ მიზეზი სხვა არის სინამდვილეში და არა ის საკითხები, რომლებსაც საბაბად იყენებენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ვერ მივცემთ საშუალებას ვერც ერთ უცხოელს, რომ გვიკარნახოს შიგნით წესები და მით უმეტეს, ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკაში“.

„ასე რომ, ბევრი გაკეთდა. ამიტომაც ვთქვი, რომ დღეს ბურთი ბრიუსელის მოედანზეა. მათ გააფუჭეს ეს ურთიერთობა. ჩვენ არაფერს ვიშურებდით. დიდი ხანი ვითმენდით რაღაცებს, არ ვპასუხობდით რაღაცებს, მაგრამ, როდესაც არის ცალმხრივი თავდასხმები, მას აქვს წინასწარ განსაზღვრული ზომები, რათა საქართველოში დემოკრატია შეარყიოს, ხელისუფლების მიმართ ნდობა შეარყიოს, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება პასუხები როგორც აქამდე, ისე ამის იქით. რაც შეეხება მეგობრებსა და პარტნიორებს და ა.შ. ჯერ ქვეყანამ უნდა იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე და შემდეგ ამის საფუძველზე დაამყაროს ურთიერთობები. ეს პირიქით არ ხდება. საქართველო თავის ინტერესებს არ არგებს სხვებს. საქართველო და ქვეყანა პარტნიორებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევს. ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას, ჩვენი ხალხის ნებას ვინც პატივს სცემს, არცერთ მათგანთან არ გვაქვს რაიმე სახის დაძაბული ურთიერთობა. ყველასთან, ვინც პატივს არ სცემს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს წინააღმდეგობები. ჩვენში არ არის პრობლემა. პრობლემა მათშია, ვისაც არ უნდა აღიაროს ელემენტარული ღირებულებითი ჭეშმარიტება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს