ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს - ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა

საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს - ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გუნთერ კრიხბაუმის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა ძალიან სამწუხაროა“.

„ეს განსაკუთრებით სამწუხაროა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოუთმენლად ელიან. მაგრამ, როგორც ბოლო ანგარიშში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ეს სამწუხაროა. საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ამ გზაზე ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს. ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა. სამწუხაროდ, საქართველოში ამის უზრუნველყოფა აღარ ხდება“, - განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში