ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრში განუცხადა, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იყო მისული.

მან პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.

„მე რომ გავაკეთო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება, ალბათ არასწორი იქნება. გამოვლენ კლინიკის, კონსილიუმის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ, ბუნებრივია, კომენტარს.

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული. მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში