კაია კალასი - ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ

ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

კაია კალასის განცხადებით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებად ქცევას ითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ბოლო დროს მათ ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ სიტყვა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ახლა მშვიდად ვართ, რადგან ველით, რომ არაპროგნოზირებადი რამ ყოველთვის მოხდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე, კალასმა ისრაელსა და აშშ-ს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ევროკავშირი მზად არის დიპლომატიური გზით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს და ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. რეგიონის სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად მხარეებს ისეთი წინადადებები წარვუდგინოთ, რომ მათ ავტორიტეტი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა კალასმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში