კავკასიის მედიცინის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მივიდნენ.

ადგილზე იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ხატია დეკანოიძე, ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა.

მანამდე, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეცნენ. ასევე, თბილისის მერი, კახა კალაძე და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. ასევე, კლინიკაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

კლინიკაში დილიდან იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში